logo_geo
მიხეილ დუნდუა: შემდგომ წლებშიც ველოდებით საქართველოს პროგრესს, როგორც „კეთილდღეობის ინდექსში“, ისე ისეთ ფუნდამენტურ პარამეტრებში, რომლებსაც სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აქცევენ ყურადღებას
- +

1 მარტი. 2023. 21:23

 

მიხეილ დუნდუამ „კეთილდღეობის ინდექსის“ მონაცემები შეაფასა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს პროგრესი მომდევნო წლებშიც მოსალოდნელია.

ეკონომიკური ზრდა, ის პარამეტრები, რომლებიც დღეს ჩვენთან ფიქსირდება, კარგად ეხმიანება იმ საკითხებს, რომლებიც იქ არის მოხმობილი. შესაბამისად, შემდგომ წლებშიც ველოდებით საქართველოს პროგრესს, როგორც „კეთილდღეობის ინდექსში“, ისე ისეთ ფუნდამენტურ პარამეტრებში, რომლებსაც სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აქცევენ ყურადღებას“, - განაცხადა დუნდუამ.

საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

big_banner
არქივი