logo_geo
ოთარ შამუგია კატარში ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობისა და გამწვანების უმსხვილესი კომპანია Al Sulaiteen Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

17 მარტი. 2023. 19:58

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობისა და გამწვანების მიმართულებით ყველაზე მსხვილი კატარული კომპანიის „Al Sulaiteen Group“ თავმჯდომარეს, აბდულა სალემ ალ სულაითინს შეხვდა და აღნიშნული ჰოლდინგის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ტენდენციები და პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო საინვესტიციო პროექტს „იმერეთის აგროზონა“.

მხარეებს შორის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყურის ქვეყნებს და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი არსებობს.

კომპანია „Al Sulaiteen Group“ 2001 წლიდან ოპერირებს, ცოცხალი ხილის, ბოსტნეულის და ყვავილების ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მიმართულებით მსხვილ პროექტებს ახორციელებს და უმსხვილეს მარკეტებთან და ფონდებთან, მათ შორის, Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელთან და კატარის ფონდთან თანამშრომლობს.

big_banner
არქივი