logo_geo
რომეო მიქაუტაძე: ჩვენს ენერგეტიკულ ბალანსში წილი იმპორტირებული ელექტროენერგიის გახლავთ 1 მილიარდიდან 2 მილიარდ კვტ.სთ-მდე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შემთხვევაში ეს მნიშვნელოვნად შემცირდებოდა
- +

18 მარტი. 2023. 22:36

 

ჩვენს ენერგეტიკულ ბალანსში წილი იმპორტირებული ელექტროენერგიის დაახლოებით გახლავთ 1 მილიარდიდან 2 მილიარდ კვტ.სთ-მდე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შემთხვევაში ეს მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნამახვანჰესი“ მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე.

ეს მხოლოდ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არა, ეს ეკონომიკური დამოუკიდებლობაც გახლავთ. დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, დამატებითი გადასახადები და სხვადასხვა სიკეთე, რაც როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე ქვეყნის ყველა მოქალაქეზე აისახება“, - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

big_banner
არქივი