logo_geo
19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონი ინგლისის ნაკრები გახდა
- +

15 ივლისი. 2017. 23:25



19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონი ინგლისის ნაკრები გახდა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში ინგლისმა პორტუგალია 2-1 დაამარცხა.


ინგლისის ნაკრები ამ ასაკობრივ ჯგუფში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი და რიგით მე-16 ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.


შეგასენებთ, რომ 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.


2018 წლის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატს ფინეთი უმასპინძლებს.


 

big_banner
არქივი