logo_geo
„ბარსელონა“ „ნაიკთან“ თანამშრომლობის გაწყვეტას და საკუთარი ბრენდის შექმნას გეგმავს
- +

1 მარტი. 2024. 17:52

 

 

კატალონიური გრანდი „ნაიკთან“ ურთიერთობის შეწყვეტას და საკუთარი ბრენდის გამოშვებას აპირებს, – იუწყება Sport.es.

 

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას „ბარსელონას“ ხელმძღვანელები მარტის ბოლომდე მიიღებენ. კატალონიური კლუბის მარკეტინგის მენეჯერები ვარაუდობენ, რომ „ბარსელონა“ სკუთარი ბრენდის მაისურების გაყიდვით გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე „ნაიკთან“ თანამშრომლობითა.

 

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ მესამე პოზიციაზე იმყოფება და სატურნირო ცხრილის ლიდერს, მადრიდის რეალს რვა ქულით ჩამორჩება.

 

 

big_banner
არქივი