ესპანეთის „ბარსელონამ" ბრაზილიელი ფეხბურთელის პაულო ბესერა მასიალ ჯუნიორის, იმავე პაულინიოს ვერც ერთი მაისური ვერ გაყიდა. კლუბის მაღაზიაში გამოცემა The Sun-ს განუცხადეს, რომ პაულინიოს მაისურზე ერთი მოთხოვნაც არ ყოფილა.
ბრაზილიელის პრეზენტაცია 17 აგვისტოს შედგა. „კამპ ნოუს" სტადიონზე მის სანახავად 2 000 გულშემატკივარი მივიდა. შედარებისთვის, 2013 წელს ნეიმარის პრეზენტაციის სანახავად 56 500 ფანი გამოცხადდა.
პაულინიო „ბარსელონაში" ჩინური „გუანჯოუდან" გადავიდა. ფეხბურთელის ტრანსფერის ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენდა.
კატალონიელები გუნდის შემადგენლობის განახლებას ნეიმარის „პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ განაგრძობენ.