ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საჩოგბურთო რეიტინგში 5 ადგილით წინ გადაინაცვლა და მე-60 ადგილზე გადავიდა. ბასილაშვილის წარმატებას ცინცინატის „მასტერსზე" ორი მატჩის მოგებამ და მერვედფინალში გასვლამ შეუწყო ხელი.
ATP-ის კლასიფიკაციით, მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც ეს სტატუსი ბრიტანელ ენდი მარეის წაართვა.