logo_geo
საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უკრაინაში ტურნირი მოიგო
- +

21 აგვისტო. 2017. 14:41


 

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ვიქტორ ბანიკოვის მემორიალური ტურნირი საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძის მომზადებულმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში ისრაელი დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ბანიკოვის სახელობის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.


მეორე ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. საქართველოს ნაკრები პირველივე ტაიმში დიდი ანგარიშით დაწინაურდა - ნემსაძის გუნდი ტაიმის ბოლოს 3:0 იგებდა. მეოთხე და მეექვსე წუთებზე ჩვენები გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა ზუკა დავითაშვილმა დააწინაურა, ხოლო 25-ე წუთზე გიორგი შალიკაშვილმა ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური გახადა 3:0.


გიორგი ნემსაძის გუნდმა ჯგუფური ტურნირი 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულა და სამივე შეხვედრა მოიგო, მათ შორის, მასპინძელ უკრაინასთან.


შარშან ტურნირის ფინალში ქართველმა 17-წლამდელებმა ისრაელს პენალტების სერიაში მოუგეს.



 

big_banner
არქივი