logo_geo
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრუნდება
- +

24 აგვისტო. 2017. 19:37



35 წლის შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იბრაჰიმოვიჩი გასულ სეზონში „იუნაიტედის" შემადგენლობაში თამაშობდა, თუმცა, გაზაფხულზე, ევროპა ლიგის ერთ-ერთი მატჩის დროს მძიმედ დაშავდა და ახლაც სარეაბილიტაციო კურსს გადის.


მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს კატეგორიული მოთხოვნით, „მანიუს" ხელმძღვანელებმა ვეტერან ფორვარდს ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს. რაც ყველაზე მთავარია, გამოჯანმრთელების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერში" ამჯერად უკვე მისი საყვარელი 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც „ევერტონში" წასვლამდე უეინ რუნის ეკუთვნოდა.


გასულ სეზონში „იუნაიტედის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 46 შეხვედრაში ზლატანმა 28 გოლი გაიტანა.


10 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი" შვედ თავდამსხმელთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებდა, ხოლო მანამდე ითქვა, რომ სპორტსმენს კარიერის გაგრძელება აშშ-ში სურდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი