logo_geo
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
- +

3 სექტემბერი. 2017. 19:32



ისრაელში მიმდინარე კალათბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა დათმო.


ტურნირის მესამე სათამაშო დღეს ქართველი კალათბურთელები უკრაინას დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 88:81 დამარცხდნენ.


საქართველოს რიგებში 17 ქულით ყველაზე შედეგიანად ზაზა ფაჩულიამ და გიორგი შერმადინმა ითამაშეს, ხოლო მატჩის საუკეთესო კალათბურთელი არტიომ პუსტოვი გახდა, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.


საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება


ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქვეყანა- ისრაელი, რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობს. ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი მომდევნო ეტაპის საგზურს ოთხი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.










 

big_banner
არქივი