logo_geo
ქარიმ ბენზემა ავარიაში მოხვდა
- +

25 სექტემბერი. 2017. 01:19


გაზეთი AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა მადრიდში ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა. ბენზემასთვის ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა. 2009 წლის შემდეგ, როცა ფრანგი „რეალში" გადავიდა სათამაშოდ, ფორვარდი მესამედ მოხვდა ავარიაში.


ფრანგი ფეხბურთელი თავისი ავტომობილით - Audi RS6-ით Nissan Note-ს შეეჯახა. ინციდენტის მონაწილეები არ დაზარალებულან, თუმცა ორივე მანქანა სერიოზულად დაზიანდა.



 

big_banner
არქივი