logo_geo
საქველმოქმედო მატჩის პირველი ნახევარი ვარსკვლავების სასარგებლოდ 4:2 დასრულდა
- +

29 სექტემბერი. 2017. 22:27



საქველმოქმედო მატჩის პირველი ნახევარი დინამო არენაზე ანგარიშით 4:2 ვარსკვლავური ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. მასპინძლების კარში გატანილი ბურთების ავტორები ლუკა ტონი (2 ბურთი), სალგადო და რივალდო გახდნენ, საქართველოს ნაკრებიდან კი მოწინააღმდეგეს ალექსანდრე იაშვილმა და კაფუმ (საქართველოს მხარეს თამაშობს) გაუტანეს გოლები.


დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. შეხვედრამ, სახელწოდებით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" ვეტერანი ფეხხბურთელები ქველმოქმედებისთვის გააერთიანა. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენას მოხმარდება.


 

big_banner
არქივი