logo_geo
FIFA-მ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელა
- +

24 ოქტომბერი. 2017. 03:01



FIFA-მ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი, ხოლო საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელა. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრიზის - The Best-ის დაჯილდოვების ცერემონია ლონდონში გაიმართა.


2016-17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ. მან ამ ნომინაციაში ლიონელ მესი ("ბარსელონა") და ნეიმარი ("პარი სენ-ჟერმენი") დაამარცხა. პორტუგალიელისთვის ეს იყო მეხუთე გამარჯვება და ამ მაჩვენებლით მესის გაუთანაბრდა.


გალა-წარმოდგენაზე, რომელსაც ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა უძღვებოდა, სხვა ჯილდოების მფლობელებიც გამოვლინდა:


საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ლიკე მარტენსი (ჰოლანდია)

საუკეთესო ქალი მწვრთნელი - სარინა ვიგმანი (ჰოლანდია)

წლის საუკეთესო გოლი - ოლივიე ჟირუ ("არსენალი")

ფანების პრიზი - "სელტიკის" გულშემატკივრები

ფეარ პლეის პრიზი - ფრანსის კონე.

წლის სიმბოლური ნაკრები: ჯანლუიჯი ბუფონი - დანი ალვეში, ლეონარდო ბონუჩი, სერხიო რამოსი, მარსელო - ტონი კროოსი, ანდრეს ინიესტა, ლუკა მოდრიჩი - კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ნეიმარი.


დაჯილდოების ცერემონია პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.









 

big_banner
არქივი