logo_geo
ბათუმის „დინამოს“ ასლან ბალაძე გაწვრთნის
- +

24 ოქტომბერი. 2017. 18:40



ბათუმის „დინამოს" სეზონის ბოლომდე ასლან ბალაძე გაწვრთნის.


„სეზონის ბოლომდე გუნდს ასლან ბალაძე გაწვრთნის, რომელსაც იური მამინაშვილი დაეხმარება. ორივე მათგანი გუნდში წლები მუშაობდნენ და იმედია, „დინამოს" ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანენ", - ამბობს კლუბის დირექტორი მალხაზ მახარაძე.


57 წლის ასლან ბალაძე ორჯერ იყო ბათუმის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი, მუშაობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში.


ბათუმის „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი ბოლო პერიოდში გუნდის წაგებული მატჩები გახდა.



საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამოს" ეროვნულ ლიგაში 31 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი