logo_geo
კრიშტიანო რონალდუს შვილი ლეო მესის ფანია
- +

5 ნოემბერი. 2017. 14:57



კრიშტიანო რონალდუს შვილი ლეო მესის ფანია. ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ( FIFA The Best), კრიშტიანო რონალდუს შვილი ობიექტივში საკმაოდ საინტერესო კადრით მოხვდა - კრიშტიანო რონალდუ ჯუნიორი ლეო მესის უყურებს.


იმ დროს, როდესაც კრიშტიანო რონალდუ სცენიდან მადლობებს იხდიდა, კამერებმა კვლავ დააფიქსირეს თუ როგორი აღფრთოვანებული უყურებდა მისი შვილი ლეო მესის.


კრიშტიანო რონალდუს ვაჟის და ლეო მესის პირველი შეხვედრა 2015 წელს, ციურიხში შედგა. „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალის დროს, ჯუნიორი კულისებში იმყოფებოდა ოჯახის წევრებთან ერთად. როდესაც მახლობლად ლეო მესი გამოჩნდა, რონალდუს ვაჟი მისკენ გაემართა ხელის ჩამოსართმევად.

 

„როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა?" - ჰკითხა მესიმ რონალდუ ჯუნიორს.


საუბრის დროს, კრიშტიანო რონალდუმ მესიმ განუცხადა: „ჩემი შვილი ხშირად უყურებს შენს ვიდეოებს და ბევრს ლაპარაკობს შენს შესახებ".




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი