logo_geo
ჯანლუიჯი ბუფონის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ მისი ბოლო მატჩი იტალიის დამარცხებით დასრულდა
- +

14 ნოემბერი. 2017. 13:03



იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა შვედეთთან წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მომავალში აღარ ითამაშებს და ამისათვის „მთელ იტალიას" უხდის ბოდიშს.


ბუფონის თქმით, მისთვის გულდასაწყვეტია, რომ მისი ბოლო მატჩი იტალიის დამარცხებით დასრულდა.


იტალია, პირველად 1958 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ვერ ითამაშებს მუნდიალის ფინალურ ეტაპზე, შვედეთი კი რუსეთში გასამართი ტურნირის რიგით 29-ე ფინალისტი გახდა.








 

big_banner
არქივი