logo_geo
11 წლის ირაკლი ქავთარაშვილმა ათენში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა
- +

20 ნოემბერი. 2017. 01:58



ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა 11 წლის ძიუდოისტმა, ირაკლი ქავთარაშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი მოიპოვა. 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ხუთი ორთაბრძოლა ჩაატარა, ფინალში კი გერმანელი მეტოქე დაამარცხა.


საერთაშორისო ტურნირში ახმეტიდან სულ რვა სპორტსმენი - ორი გოგონა და ექვსი ბიჭი მონაწილეობდა. ირაკლი ქავთარაშვილთან ერთად ოქროს მედლის მფლობელი გახდა 12 წლის მათე ჩაფურიშვილი. გამარჯვებულებს მედლები, თასი და დიპლომები გადაეცათ.


ირაკლი ქავთარაშვილი სამი წელია ჭიდაობს და ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს. ის საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთსა და ისრაელში გამართული საერთაშორისო ტურნირების გამარჯვბულია.


 

წყარო http://radioway.ge

 

 

big_banner
არქივი