logo_geo
ფორმულა 1-მა წლის საუკეთესო გასწრება გამოავლინა
- +

10 დეკემბერი. 2017. 19:59


 

ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2017 წლის სეზონში საუკეთესო გასწრების ავტორად „რედ ბულის" წევრი დანიელ რიკარდო გამოაცხადა.


ავსტრალიელმა პილოტმა 25 ივნისს, აზერბაიჯანის გრანპრის დროს, ტრასის მოკლე მონაკვეთზე სამ მეტოქეს გაუსწრო - ლენს სტროლს, ნიკო ჰიულკენბერგსა და ფელიპე მასას, რის შემდეგაც, რბოლის მოგება მოახერხა.


სწორედ ეს მანევრი აღიარეს ყველაზე სანახაობრივად წლევანდელ სეზონში.


28 წლის რიკარდომ ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა.












 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი