logo_geo
„რეალთან“ მოგებულ შეხვედრაში შერმადინმა 6 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა
- +

20 იანვარი. 2018. 10:30

 

 

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, „ევროლიგის" 19-ე ტურში მალაგას „უნიკახამ" მნიშვნელოვან და პრინციპულ გამარჯვებას მიაღწია. გიორგი შერმადინის გუნდმა საკუთარ დარბაზში ტრადიციული მეტოქე, მადრიდის „რეალი" მიიღო და ანგარიშით 80-75 დაამარცხა. ამ წარმატებაში, საკუთარი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

 

 

შერმადინმა, 18:22 წუთში: 6 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა. მალაგელებს ადამ ვაშინსკიმ და რეი მაკალუმმა ულიდერეს, რომლებმაც 15-15 ქულა ჩაიწერეს აქტივში. მადრიდელთა რიგებში 16 ქულით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. „უნიკახას" 8 მოგება და 11 მარცხი აქვს. ჟოან პლაზას გუნდი, მეათე ადგილზე იმყოფება. დღესვე, ათენის „პანათინაიკოსმა" საკუთარ „ოაკას" დარბაზში, მოსკოვის „ცსკას"-თან წააგო 70-75. სტამბოლურ დერბიში „ფენერბახჩემ" „ეფესი" სტუმრად დაამარცხა ანგარიშით 89-84.

 

 

 

 

 

 











 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი