logo_geo
„230 000 ლარი, 1 ტონა ბოსტნეული, 1 ტონა სოკო...“ - ლევან გორგაძის პრიზების ჩამონათვალი...
- +

29 იანვარი. 2018. 00:54



ლევან გორგაძეს იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ პრიზები არ მოაკლდება. ქვემოთ გთავაზობთ იმ პრიზებს, რომელიც მას გადაეცემა :


10 000 000 იენი, ქართულ ფულზე 230 000 ლარი;


ძვირადღირებული საათი და მანქანა. მანქანას 1 წლის ნორმა ბენზინი მოჰყვება და ლევანს ასევე მძღოლი მოემსახურება, ვინაიდან სუმოისტებს ეკრძალებათ მანქანის მართვა.


ქართველს ალკოჰოლური სასმელებიც არ მოაკლდება: 1 წლის ნორმა ბრინჯის ლუდსა და საკეს სპონსორი კომპანიები უზრუნველყოფენ.


ასევე ქართველ სუმოისტს არაალკოჰულურებზეც არ ექნება საზრუნავი: 1 სული ძროხის წილი რძე და 1 წლის ნორმა კოკა-კოლასაც მიიღებს.


ასევე 1 სატვირთო მანქანით რძის პროდუქტები და 1 სული ძროხის ხორციც ელოდება. რა თქმა უნდა 1 წლის მარაგი ბრინჯიც არ მოაკლდება, ასევე მიიღებს 1 ტონა ბოსტნეულსა და ხილს. 100 000 ქლიავის ჩირი, 1 ტონა სოკო და კიდევ უამრავი პრიზიც ტოჩინოშინს წინ ელოდება.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი