logo_geo
ლაშა ტალახაძე: ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ ქართველი!
- +

7 თებერვალი. 2018. 01:03



ქართველი ძალოსანი, არაერთგზის მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე მის გულშემატკივარს მადლობას უხდის. სპორტსმენი გავრცელებულ ვიდემომართვაში, გულშემატივრებს, რომლებმაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედარაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, მადლობა გადაუხადა.


„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ერთი ხმა მაინც დააფიქსირეთ ჩემს სასარგებლოდ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც საზოგადოების ყურამდე მიიტანა, რომ მიმდინარეობდა მსოფლიო გამოკითხვა, წლის საუკეთესო ძალოსნის შესახებ. მადლობას ვუხდი სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო და ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ ქართველი" - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.


ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ გაიმარჯვა. ის გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს. არაერთგზის მსოფლიო რეკორდსმენს ხმა 9 804-მა გულშემატკივარამა მისცა, მეორე პოზიციაზე 8 491 ხმით ეგვიპტელი იჰაბ მაჰმუდი გავიდა, ხოლო მესამეზე ირანელი სოჰრაბ მორადი (3 142). გამოკითხვა 1982 წლიდან ტარდება და ლაშა პირველი ქართველია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ტალახაძე შარშან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა.


 

right_banner big_banner
არქივი