logo_geo
ამერიკელი კალათბურთელი ზიკ აფშოუ მოედანზე გარდაიცვალა
- +

27 მარტი. 2018. 16:34



ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ჯი ლიგის" ერთ-ერთი შეხვედრის დროს უბედური შემთხვევა მოხდა.


„გრანდ რაპიდის" კალათბურთელი ზიკ აფშოუ მოედანზე გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.


26 წლის სპორტსმენი „ლონგ აილენდის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის მეოთხე პერიოდში პარკეტზე უგონოდ დაეცა. აფშოუ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი