logo_geo
„ბარსელონას“ რეკორდი „ლა ლიგაში“ - კატალონიური კლუბის 39 მატჩიანი წაუგებელი
- +

15 აპრილი. 2018. 02:39

 

 

„ბარსელონამ“ კამპ ნოუზე „ვალენსიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს „ლა ლიგაში“ ზედიზედ 39 მატჩია არ წაუგია. კატალონიელებმა „რეალ სოსიედადის“ 1979-1980 წლების შედეგი გააუმჯობესეს.

 

 

39 წაუგებელი მატჩიდან 32-ში „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე იყო.

 

„ბარსა“ „ლა ლიგაში“ ბოლოს 2017 წლის 8 აპრილს დამარცხდა, როდესაც ისინი „ლა როსალედა“-ზე „მალაგას“ დაუპირისპირდნენ. მომდევნო შეხვედრაში მათ სწორედ „რეალ სოსიედადი“ დაამარცხეს და მას შემდეგ არც ერთი მატჩი არ წაუგიათ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი