logo_geo
ჯანლუიჯი ბუფონი: „ბერნაბეუს“ მატჩის შემდეგ სოკოებსა და მარგარიტებს ვკრეფდი
- +

19 აპრილი. 2018. 18:11

 

 

ტურინის იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ჟურნალისტებს უამბო, როგორ ცდილობდა  ჭარბი ემოციებისგან განმუხტვასა და დამშვიდებას რეალთან სკანდალური მატჩის შემდეგ.

 

„გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ვიღებთ, ეს არის საშუალება იმის დასადგენად, ვინ ვართ. ზოგჯერ პრობლემას ვაზვიადებთ და შეცდომებსაც ვუშვებთ. მაგრამ ასეთია ცხოვრება - ამისთვის მოვევლინე სამყაროს. ადრენალინითა და ემოციებით დახუნძლული კვირა მქონდა, მაგრამ ვცხოვრობ მათთან ერთად. „ბერნაბეუს“ შემდეგ დიდხანს ვსეირნობდი, ვკრეფდი სოკოებსა და მარგარიტებს“, - აქვეყნებს ბუფონის ნათქვამს gazzetta.it.

 

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის საპასუხო მატჩში ტურინელთა მეკარემ, მსაჯთან კონფლიქტის გამო, წითელი ბარათი მიიღო და გადამწყვეტი 11-მეტრიანის წინ მოედანი დატოვა. პენალტი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა, იუვენტუსმა კი რეალთან ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. 

 

წყარო: Popsport.com

 

 

 

big_banner
არქივი