logo_geo
მესი „ბარსელონაში“ აღარ ითამაშებს!
- +

21 აპრილი. 2018. 01:39

 

 

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის ოსკარ რუჯერის განცხადებით, ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით აღარ უნდა ითამაშოს და მთელი ყურადღება მსოფლიოს ჩემპიონატის სამზადისს დაუთმოს.

 

„ბარსელონა“ ისედაც ჩემპიონია და საჭირო არ არის ლეო მესიმ დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს. მას აქვს უფლება პრეზიდენტს განუცხადოს, რომ დასვენება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზდება სჭირდება. ვფიქრობ, იგი ასეც მოიქცევა და ხშირად არ ითამაშებს.

 

საჭიროა, რომ ლეოს გუნდის მთავარ მწვრთნელთან ხორხე სამპაოლისთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე 65 დღით ადრე არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები უკვე ერთად ვიყავით". - განაცხადა რუჯერიმ.

 

 

წყარო - http://footballnews.ge

 

big_banner
არქივი