logo_geo
საქართველოს ნაკრებმა მალტა 1:0 დაამარცხა
- +

2 ივნისი. 2018. 11:18

 

 

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მალტა 1:0 დაამარცხა. მატჩი ავსტრიის ქალაქ შვაცის „ზილბერშტადტ-არენაზე“ შედგა.

 

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა.

მეორე ნახევარი საქართველოსთვის ცუდად დაიწყო: 53-ე წუთზე ვაკო გვილია მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, უპირატესობას ფლობა და საბოლოოდ, მიზანსაც მიაღწია, ანგარიში 89-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ გახსნა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში რიგი მიზეზების გამო რამდენიმე ფეხბურთელი ვერ ათამაშა.

 

 

 

big_banner
არქივი