logo_geo
ზიდანმა შესაძლოა, ყატარის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს
- +

2 ივნისი. 2018. 16:08

 

 

ეგვიპტელი მილიარდერი ნაგიბ სავირისი სოციალურ ქსელში წერს, რომ მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ყატარის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.

 

მისივე ცნობით, 45 წლის ფრანგ სპეციალისტს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ ევროს შეადგენს. ზიდანის მთავარი ამოცანა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყატარის ნაკრების მომზადება იქნება. ესპანეთის სამეფო კლუბი ზინედინ ზიდანმა გუშინ დატოვა. მომავალ გეგმებთან დაკავშირებით მას კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

big_banner
არქივი