logo_geo
რუსეთმა პენალტების სერიით ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
- +

1 ივლისი. 2018. 21:11

 

რუსეთმა პენალტების სერიით ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტებით კი გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა.

 

შეხვედრის მე-12 წუთზე რუსი მცველი სერგეი იგნაშევიჩის ავტოგოლის წყალობით ესპანეთმა პირველი ქულა მოიპოვა, 41-ე წუთზე კი გოლი რუსეთის ნაკრების თავდამსხმელმა არტემ ძიუბამ გაიტანა.

 

მეოთხედფინალში რუსეთი ხორვატია-დანიის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

 

საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.

 

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი