logo_geo
„ახლა ლოს ანჯელესს ღმერთიც ჰყავს და მეფეც!“ - ლებრონ ჯეიმსის გადაწყვეტილებამ twitter-ი ააფეთქა!
- +

2 ივლისი. 2018. 23:49

 

 

კობი ბრაიანტი: „ლებრონ კეთილი იყოს შენი ოჯახში მობრძანება, სწორად მოიქეცი"

 

კარიმ აბდულ ჯაბარი: "დარწმუნებული ვარ ლეიკერსის გულშემატკივრები მომენტით სიამოვნებას იღებენ. ლებრონის გადმოყვანა ლეიკერსის ფსკერიდან ამოსვლას და ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ქცევას განაპირობებს. მეჯიქ ჯონსონ გილოცავ, თითები გადააჯვარედინე და სან ანტონიოსგან კარგ სიახლეს დაელოდე".

 

კაილ კუზმა: "ლეიკშოუუუ" წავედით ჩემო ძმაო, ჩვენი დრო დადგა".

 

ლონზო ბოლი: "თქვენ ნამდვილად ფიქრობდით, რომ ლებრონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქში თამაშის შანს ხელიდან გაუშვებდა...

 

ჯოშ ჰარტი: „ვაუ“

 

ერიკ ბლედსოუ: "ამას ნამდვილად არ ველოდი".

 

დონოვან მიჩელი: "დასავლეთ კონფერენცია უნდა გიყვარდეთ".

 

ჯორდან ბელი: "კობის და ლეიკერსის გულშემატკივრებს ლებრონის ქომაგობასთან შესაგუებლად გარკვეული დრო დასჭირდებათ".

 

ტრევორ ბუკერი: "ლეიკერსი ახლა 200 მილიარდი დოლარი ღირს".

 

ტერენს როსი: "ლოლ, ლებრონი დასავლეთ კონფერენციის კლივლენდში გადავიდა"

 

 

სი ჯეი მაკკოლუმი: "როცა მის შვილს NBA-ში თამაში შეეძლება, ლებრონი თავისუფალი აგენტი იქნება, ეს მისი მიზანია".

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ახლა ლოს-ანჯელესს ღმერთთან ერთად მეფეც ჰყავს".

 

ლებრონ ჯეიმსი მომავალი სეზონიდან ლოს ანჯელეს ლეიკერსში ითამაშებს. ჯეიმსმა 35,6 მილიონ დოლარზე უარი თქვა და კლივლენდში დარჩენა არ ისურვა. ის პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი გახდა. ჯეიმსის დამატების მსურველთა სიაში სამი ფავორიტი იყო გამოკვეთილი: ლოს ანჯელეს ლეიკერსი, ჰიუსტონ როკეტსი და ფილადელფია სიქსერსი.

 

კლივლენდ კავალიერსის ყოფილმა კალათბურთელმა ლეიკერსთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯეიმსი 4-წლის განმავლობაში 154 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

ლებრონისთვის ლეიკერსი მესამე გუნდი იქნება, რომელშიც ითამაშებს. 16-წლიანი კარიერის განმავლობაში, ის კლივლენდ კავალიერსისა და მაიამი ჰიტის ღირსებას იცავდა. 2012 და 2013 წლებში მან ორჯერ მოიგო NBA-ს ტიტული მაიამისთან ერთად. 2014 წელს კლივლენდში დაბრუნდა და 2 წლის შემდეგ კავალიერსთან ერთად მესამედ დაეუფლა NBA-ს ტიტულს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი