logo_geo
ისტორიაში პირველად, ბელგია ბრინჯაოს პრიზიორია
- +

14 ივლისი. 2018. 21:50

 

 

მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის. დღეს მესამე ადგილისთვის ბელგია ინგლისს დაუპირისპირდა და ბრინჯაოს მედლებიც დაისაკუთრა. ინგლისი კი მეოთხე ადგილს დასჯერდა.

 

მატჩში ანგარიში ბელგიამ მეოთხე წუთზე გახსნა, გოლის ავტორი მუნიემ გახდა, საგოლე გადაცემის ავტორი კი შადლი. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმში ინგლისმა შეტევა გააძლიერა და თამაშში ლინგარდი და რეშფორდი ჩაერთვნენ. 70-ე წუთზე ვისენტ კომპანი შეცდა, დაიერი ურტყამდა, მაგრამ ალდერვაიელდმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. 80-ე წუთზე  კონტრშეტევისას ბელგიელებმა ბრწყინვალე კომბინაციური თამაში წამოიწყეს, თუმცა პიკფორდმა მორიგი სეივი შეასრულა. 83-ე წუთზე ბელგიელთა ლიდერმა აზარმა დე ბრუინის ბრწყინვალე გადაცემა კარგად დაამუშავა და ანგარიში 2:0 გახდა. საბოლოო ანგარიში 2:0 დაფიქსირდა.

 

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მატჩი საფრანგეთსა და ხორვატიას შორის ხვალ გაიმართება. ფინალური მატჩი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი