logo_geo
დიეგო მარადონა საფეხბურთო კლუბ „დინამოში“ დაიწყებს მუშაობას
- +

18 ივლისი. 2018. 03:51

.

 

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა ბელარუსის ქალაქ ბრესტში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ „დინამოში“ დაიწყებს მუშაობას.

 

არგენტინელი დანიშნულების ადგილას პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა. აეროპორტში მას ჟურნალისტები და კლუბის წარმომადგენლები ელოდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ მარადონამ ბრესტის „დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და დაკავებული იქნება კლუბის სტრატეგიული განვითარებით. სამწვრთნელო სამუშაოსთან მას კავშირი არ ექნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი