logo_geo
გიორგი სიბაშვილი ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
- +

18 აგვისტო. 2018. 12:58

 

მოჭადრაკე გიორგი სიბაშვილმა თურქეთის ქალაქ ქეშანში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა.

 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, ქართველმა საერთაშორისო ოსტატმა 9-დან 8 ქულით ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ დავით მაღალაშვილს.

 

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 32 500 ლირას შეადგენდა.

 

ტურნირის დანარჩენი ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:

7.დავით ბენიძე - 6,5 ქულა;

17.გიგა ყუფარაძე - 6 ქულა;

19.დავით ლომსაძე - 6 ქულა

 

big_banner
არქივი