logo_geo
რაულ გონსალეს ბლანკო „რეალის“ მწვრთნელი გახდა
- +

18 აგვისტო. 2018. 18:53

 

 

ლეგენდარული რაულ გონსალეს ბლანკოს სამწვრთნელო კარიერა მადრიდის „რეალში“ დაიწყო. სამეფო გუნდის ლეგენდამ „რეალის“ 15 წლამდე გუნდთან პირველი ვარჯიში ჩაატარა.

 

რაული ამ დრომდე ყველაზე ტიტულოვან გუნდში გენერალური დირექტორის, ხოსე ანხელ სანჩესის ასისტენტად მუშაობდა. ვეტარან ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ მწვრთნელობა სურდა.

 

„რელის“ ხელმძღვანელებმა მას მწვრთნელის ლიცენზიის აღება ურჩიეს. B კატეგორის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ კი „სამეფო გუნდის“ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩააბარეს.

 

რაული მწვრთნელის კარიერას ახლა იწყებს, ლეგენდარული ფეხბურთელი ამ საქმეს ისევე წარმატებით თუ გაართმეს თავს, როგორი წარმატებულიც ფეხბურთელობაში იყო, არ არის გამორიცხული, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

 

რაული მადრიდის რეალში 1994 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა, სადაც 550 მატჩი ჩაატარა და 228 გოლი გაიტანა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 16 წლის განმავლობაში „რეალთან“ ერთად 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, (1997-1998, 1999-2000, 2001-2002) 2-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (1999-2000, 2000-2001) „სამეფო გუნდთან“ ერთად 6 - ჯერ მოიგო ლა ლიგა (1994-1995, 1996-1997, 2000-2001, 2002-2003, 2006-2007, 2007-2008) 4 -ჯერ ესპანეთის სუპერ თასი ( 1997, 2001, 2003, 2008) და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ტიტულები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი