logo_geo
ზედიზედ მეორედ - გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!
- +

22 ოქტომბერი. 2018. 01:30

 

 

მძიმეწონოსანმა ქართველმა გოლიათმა – გენო პეტრიაშვილმა, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტული დაიცვა და ოქროს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

 

პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში, ჩინელ -ჟიუეი დენგთან, უპირატესობა თავიდანვე მოპივა და პირველი პერიოდი 2:0 მოიგო. მეორის სტარტზე 24 წლის გორელმა ფალავანმა უპირატესობა, ნელ-ნელა მეთოდურად გაზარდა და სბოლოოდ 6:0 გაიმარჯვა.

 

 

big_banner
არქივი