logo_geo
კაჭარავას სანქციები - თბილისის „დინამოში“ აზარტული თამაშები 2000 და 3000$-ით დაისჯება
- +

24 თებერვალი. 2017. 17:42




რამდენიმე დღეა, რაც თბილისის „დინამოს" ახალ მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა დაინიშნა, რომელმაც კლუბი პირდაპირ თურქულ შეკრებაზე ჩაიბარა.


როგორც ჩანს, კაჭარავა კლუბში არსებული დისციპლინით უკმაყოფილოა და სანქციების მთელი სია შეადგინა, „აიპრესის" ინფორმაციით, ჯარიმები დაახლოებით ასე გამოიყურება:


1. ვარჯიშზე დაგვიანება - 100$


2. წვივსაფრის გარეშე ვარჯიში - 50 $


3. ვარჯიშის უმიზეზოდ გაცდენა - 300$


4. უხარისხო ვარჯიში - 200$


5. ვარჯიშზე არასპორტული საქციელი (სიტყვიერი შეურაცხყოფა, განზრახ ტრავმის მიყენება) - 300$


6. სათამაშო დისციპლინის დარღვევა - 500$


7. თამაშის დროს არასათამაშო სიტუაციაში ყვითელი ბარათის მიღება (მსაჯთან ან მოწინააღმდეგესთან კამათი ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება) - 500$


8. წითელი ბარათი (ფედერაციის მიერ დაკისრებულ ჯარიმას იხდის ფეხბურთელი) - 1000$


9. თეორიაზე დაგვიანება - 100$


10. მობილური ტელეფონით სარგებლობა თეორიაზე თამაშის დღეს - 50$


11. შეკრებიდან დაუკითხავად გასვლა - 300$


12. მწვრთნელების მითითების იგნორირება - 1000$


13. ექიმის მითითების იგნორირება (დანიშნულ მკურნალობაზე ან მედიკამენტებზე უარის თქმა, ფიზიოთერაპიის არჩატარება, ვიტამინების არმიღება) - 1000$


14. აზარტული თამაშები (კარტი, ტოტალიზატორი, კაზინო)


    1. შემთხვევა - 2000$

    2. შემთხვევა (ხელფასის 50% განახევრება და მეორე გუნდში ვარჯიში) - 3000$


15. ალკოჰოლოს, თამბაქოს მოხმარება - 100$


16. განაწესის არშესრულება - 200$


17. ზედმეწი წონა (1კგ) - 1000$


ამ სანქციების გამკაცრებას, „აიპრესთან" საუბარში კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი ლევან სალუქვაძეც ადასტურებს. როგორც სალუქვაძე განმარტავს, კახა კაჭარავა დისციპლინის მოყვარული მწვრთნელია და ფინანსური სანქციების ხარჯზე, ის ფეხბურთელებში დისციპლინის დაცვას მოახერხებს.


- ასეთი მკაცრი შინაგანაწესი რითია განპირობებული, დისციპლინის პრობლემა აქვს „დინამოს"?


- ეს იმით არის განპირობებული, რომ კაჭარავა დისციპლინის მოყვარული მწვრთნელია და შესაბამისად, ფეხბურთელი, რომელიც ნახავს ამ შინაგანაწესს, დეტალები, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, მაგრამ ფეხბურთელებმა იციან და თვითონ მოგვარდებოდნენ ერთმანეთში. ეს ისე არ მოხდებოდა. თუკი დისციპლინა იქნება დაცული, არ აგინებენ მსაჯს, არავინ იჩხუბებს მოედანზე, ხომ არ შეეხება ეს სანქცია? აქედან გამომდინარე, დისციპლინას დაიცავს რაღაც ფინანსური სანქიცების ხარჯზე, მაგრამ ეს სწორად დავწეროთ. ვინმეს არ ეგონოს, რომ ე.წ. „იგრავოი" ყვითელი ჯარიმდება, ყვითელიც და წითელიც ასეა. შეიძლება შემთხვევით უხეშად ჩაარტყა და გაგაგდონ, ეს არ დაისჯება. მაგალითად, ლადო დვალიშვილმა ქუთაისთან თამაშზე, 2:1-ზე მსაჯს შეაგინა ნახევარფინალში და გააგდეს. ასეთი წითელი დაისჯება.

 

- ზედმედ ერთ კილოგრამ წონაზე, 1000$ დოლარია ჯარიმა, როგორ გადაიხდის ამას ფეხბურთელი, რომლის ხელფასიც ამდენი ან უფრო ნაკლებია?


- საერთოდ, რომ იცოდეთ, ვინმეს თუ არ აქვს ათასი დოლარი ხელფასი, ან ზუსტად ამდენი გამოსდის ლარებში, თუკი ეს ჯარიმა არ შეესაბამება იმ ფეხბურთელს, სახლიდან კი არ მოიტანს და ერთი თვე უფულოდ კი არ დატოვებენ, ასეთი წესი არსებობს, როდესაც ჯარიმდება ფეხბურთელი ან ნებისმიერი სხვა თანამშრომელი, 50% თუ არის ხელფასის რაოდენობის, მაშინ ეს ნაწილდება სხვა თვეებზე. შესაბამისად, შესაძლოა, ვიღაცას ჰქონდეს 1000$ და დარჩეს უფულოდ, ასე არ არის. ის 500$-ს მიიღებს ამ თვეში და 500$-ს შემდეგ თვეში.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი