logo_geo
კარლო ანჩელოტი: ეს ორი ფეხბურთელი შეძლებს რონალდოსა და მესის ადგილების დაკავებას
- +

20 მარტი. 2017. 20:36



მიუნხენის „ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა. მან დაასახელა იმ ფეხბურთელების სახელები, რომლებიც სულ მალე კრისტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ჩაანაცვლებენ დიდების მწვერვალზე.


„დღევანდელ ფეხბურთში მრავალი ნიჭიერი ახალგაზრაა, რომელთაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. თუმცა მათგან გამოვყოფდი ორ ფეხბურთელს. პირველი ეს არის პაულო დიბალა. ამ არგენტინელს თავისუფლად შეუძლია მომდევნო 10 წლის მანძილზე ისტორია დაწეროს „იუვენტუსში". ის უკინალური ფეხბურთელია და მას ვერავის შევადარებ.

 

მეორე კი გახლავთ ნეიმარი. იგი უდიდესი ნიჭის პატრონია და მე მჯერა, რომ უახლოეს დროში სწორედ ეს ორი ფეხბურთელი შეძლებს კრისტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ადგილების დაკავებას", - აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.


წყარო http://footballnews.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი