logo_geo
ბელარუსი საფეხბურთო მენეჯერი - ჩვენს ნაკრებს საქართველოსთან არ ვუქომაგებ
- +

7 ოქტომბერი. 2020. 18:06

 

 

 

ბელარუსმა აგენტმა ვალერი ისაევმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მისი ქვეყნის გუნდის მომავალი მატჩის შესახებ ილაპარაკა და განაცხადა, რომ ბელარუსს არ უქომაგებს.

 

„ფეხბურთის 54-წლიანი სტაჟის მქონე გულშემატკივარი ვარ. როგორც ფეხბურთის და ბელარუსის ეროვნული გუნდის ერთგულ გულშემატკივარს, მსურს, ვუთხრა ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ ბაზანოვს: ჩვენ არ მოგვინიჭებია უფლებამოსილება, რომ გაგვახაროთ,“ – წერს ისაევი თავის „ფეისბუქ-გვერდზე“.

 

 

 

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ბაზანოვი ქვეყანაში დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობდა, რადგან ცნობილია, რომ ფეხბურთის დიდი მცოდნე არაა. ისაევის თქმით, მას უფლება არ აქვს ქვეყნის სახელით ილაპარაკოს.

 

„დღეს თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება, ისაუბროთ გუნდების, ფეხბურთელების და განსაკუთრებით ასიათასობით გულშემატკივრის სახელით. არც ქართველების გამარჯვება გამიხარდება და არც – ბელარუსების. დღეს გულგრილი ვარ ამ შეხვედრის შედეგის მიმართ და მას არ ვუყურებ. იმიტომ კი არა, რომ ეროვნული გუნდი ამ მშიშარა სამწვრთნელო სტაფით დუნე ფეხბურთს თამაშობს. არ მინდა ბაზანოვის გვერდით ერთი და იგივე გუნდის მხარდაჭერა. როგორც გულშემატკივარს, მაქვს უფლება. ეს არის ჩემი არჩევანი, ჩემი პოზიცია“, – აცხადებს ისაევი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი