logo_geo
„საფლავის ქვაზე ეს დააწერეთ“- მარადონას ძველი ვიდეო ვირუსული გახდა
- +

26 ნოემბერი. 2020. 11:19

 

სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა არგენტინული ტელეარხის გადაცემა „La noche del 10“-ის მონაკვეთი, რომელიც 2005 წელს არის გადაღებული. ვიდეორგოლში ლეგენდარული ფეხბურთელი ინტერვიუს საკუთარი თავისგან იღებს.

 

„რას იტყოდი საკუთარ დაკრძალვაზე? „გმადლობ, რომ ფეხბურთს თამაშობდი. გმადლობ, რომ თამაშობდი ფეხბურთს - სპორტს, რომელიც მჩუქნიდა სიხარულს, თავისუფლებას. ეს ხელით ზეცის დაჭერას ჰგავს. მადლობა ბურთს. ასე დააწერეთ საფლავის ქვაზე: "მადლობა ბურთს“, - ამბობს მარადონა ვიდეოში.

 

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. დიეგო ნოემბრის დასაწყისში ბუენოს-აირესის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. 11 ნოემბერს მარადონა კლინიკიდან  გაწერეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი