logo_geo
რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ ხელფასის შემცირებას დათანხმდა
- +

29 ნოემბერი. 2020. 11:16

 

 

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელი რონალდ კუმანი აცნობიერებს კლუბის სახელფასო ბიუჯეტის დაწევის აუცილებლობას და მაგალითს აძლევს თავის ფეხბურთელებს. ცნობილია, რომ კატალონიელები სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს წააწყდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო.

 

იტყობინებიან, რომ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა და მისმა შტაბმა უკვე აცნობა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ გარემოებების გათვალისწინებით, ისინი თანხმდებიან სახელფასო შემოსავლის კორექტირებას.

 

უფრო ადრე, „ბარსას“ ზოგიერთი ფეხბურთელი დათანხმდა – საკუთარი ხელფასის 30 პროცენტი მომავალ სეზონზე გადაიტანოს. „ბარსელონა“ იმედოვნებს სახელფასო ბიუჯეტის 191 მილიონ ევროთი შემცირებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი