logo_geo
ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში აპრილში გაიმართება
- +

23 დეკემბერი. 2020. 11:31

 

 

გუშინ, 22 დეკემბერს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ტექნიკური კომისიის ონლაინ-სხდომა გაიმართა, სადაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 2021 წლის კალენდარი განაახლეს და შეცვალეს რამდენიმე ჩემპიონატის თარიღი და ადგილი.

 

იანვარ-თებერვალში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო არცერთი შეჯიბრება არ ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატი კი თებერვლის ნაცვლად 19-25 აპრილს პოლონეთში გაიმართება.

 

ევროპის ოლიმპიური თამაშებისათვის სალიცენზიო ტურნირი როგორც დაგეგმილი იყო 18-21 მარტს ბუდაპეშტში ჩატარდება, მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირმა კი ერთი კვირით გადაიწია და მას 6-9 მაისს სოფია უმასპინძლებს.

 

მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეჯიბრებების თარიღები და ლოკაცია კვლავ შეიცვალოს, რაც დამოკიდებული იქნება მასპინძელ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი