logo_geo
რონალდინიოს დედა კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

22 თებერვალი. 2021. 10:07

 

 

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის რონალდინიოს დედა მიგელინა ელოი დოს სანტოსი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

როგორც ბრაზილიური გამოცემა „Globo Esporte“ წერს, სიკვდილის მიზეზი კორონავირუსი გახდა. 2020 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ის ინფექციით გამოწვეული გართულების გამო კლინიკაში იმყოფებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიგელინა რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

 

შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ კარიერა 2018 წელს დაასრულა. კარიერის განმავლობაში ის გამოდიოდა „გრემიოში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „ბარსელონაში“, „მილანში“, „ფლამენგოში“, „ატლეტიკო მინეიროში“, „კერეტაროსა“ და „ფლუმინენსეში“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი