logo_geo
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ „გრან კანარიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა
- +

27 თებერვალი. 2021. 10:13

 

 

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ „გრან კანარიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაციას ესპანური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს, სადაც წერია, რომ მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბურჯანაძემ ხელშეკრულების გაწყვეტა პირადი მიზეზებით ითხოვა.

 

„გრან კანარიამ და ბექა ბურჯანაძემ მიაღწიეს ორმხრივ შეთანხმებას ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოთამაშემ ეს პირადი მიზეზების გამო მოითხოვა. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, - წერს ესპანური კლუბის ვებგვერდი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი