logo_geo
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - გუნდი სომხეთთან მატჩებისთვის ემზადება
- +

2 მარტი. 2021. 19:21

 

ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ფუტსალის ნაკრები შეკრიბა და ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას შეუდგა.

 

ეროვნული გუნდი 5 მარტს, სომხეთის ნაკრებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდება, ხოლო 10 მარტს ერევანში ესტუმრება. ნაკრები თბილისში არასრული შემადგენლობით ემზადებოდა – საკლუბო შეხვედრების გამო რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებს დღეს შეუერთდა.

 

ავთანდილ ასათიანმა სომხეთის ნაკრებთან მატჩებისთვის 17 მოთამაშე გამოიძახა.

 

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

 

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი (ყველა – თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა).

 

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან და რუსეთთან გამართული მატჩების შემდეგ ერთი ქულა აქვს.

 

პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, სომხეთის წინააღმდეგ თბილისში გასამართი მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 5 მარტს, 18:15 საათზე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი