logo_geo
სტოკჰოლმში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება
- +

4 მარტი. 2021. 14:15

 

2021 წლის 22 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით, შვედეთის დედაქალქ სტოკჰოლმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც 4 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ ჩემპიონატზე განაწილდება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. დასრულდა ეროვნული ფედერაციების მიერ გუნდების ფორმირება, მამაკაცთა კატეგორიაში სულ 27 ქვეყნის 34 სპორტსმენი გამოვა შეჯიბრზე, ქალთა სეგმენტში კი 35 ქვეყნის 42 მოციგურავე, სპორტული წყვილებდან 18 ქვეყნის 26 და სპორტულ ცეკვებში 25 ქვეყნის 33 წყვილი.

 

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ: მორის ყვითელაშვილი, ალინა ურუშაძე, ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი ( სპორტული წყვილები) , რაც შეეხება მოცეკვავე წყვილს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, მათ ოლიმპიური ლიცენზიებისათვის ბრძოლა, გიორგის ტრამვის გამო, მოუწევთ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც გაიმართება სექტემბერში გერმანიის ქალაქ ობერზდორფში.

 

მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში იმსაჯებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე.

 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შვედეთის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით ჩემპიონატი გაიმართება დარბაზში მაყურებლების გარეშე.

 

ჩემპიონატის განრიგი :

 

24 მარტი,ოთხშაბათი

 

13:00. ქალები. მოკლე პროგრამა

 

20:30. გახსნის ცერემონიალი

 

21:30. სპორტული წყვილები.მოკლე პროგრამა

 

25 მარტი, ხუთშაბათი

 

14:00. მამაკაცები.მოკლე პროგარამა

 

21:30. სპორტული წყვილები . თავისუფალი პროგრამა

 

26 მარტი, პარასკევი

 

13:45. ცეკვები. რითმული ცეკვა

 

21:00. ქალები. თავისუფალი პროგრამა

 

27 მარტი, შაბათი

 

14:00. მამაკაცები.თავისუფალი პროგარა

 

20:00. ცეკვები.თავისუფალი პროგრამა

 

28 მარტი, კვირა

 

16:30. საჩვენებელი პროგარამა

 

https://imedinews.ge/ge/sporti/189885/shvedetis-dedaqalq-stokholmshi-pigurul-tsiguraobashi-msoplio-chempionati-gaimarteba

 

big_banner
არქივი