logo_geo
კლაუდიო მარკიზიო ტურინის მერობის კანდიდატი შეიძლება გახდეს
- +

5 მარტი. 2021. 10:17

 

 

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო, შესაძლოა, ტურინის მერობის კანდიდატი გახდეს, – წერს გაზეთი „La Stampa“.

 

ყოფილი ფეხბურთელის საკუთარ კანდიდატად წარდგენა დემოკრატიულ პარტიას სურს, რომელიც მემარცხენე ცენტრისტული შეხედულებებისაა.

 

პარტია უკვე დაუკავშირდა მარკიზიოს და აზრი ჰკითხა ამ იდეის შესახებ. ყოფილმა ფეხბურთელმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

 

ტურინის მერის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი