logo_geo
ლუის სუარესმა საფეხბურთო კლუბი LS Deportivo დააარსა
- +

6 მარტი. 2021. 19:42

 

„ატლეტიკოს სუპერფორვარდის ლუის სუარესის მიერ შექმნილი კლუბი ურუგვაის „უნივერსიტეტების ლიგაში“ ითამაშებს და თავდაპირველად მხოლოდ 14,16 და 18 წლამდე ასაკობრივი გუნდები ეყოლება.

 

როგორც ცნობილია LS Deportivo-ს უმთავრესი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი განვითარება.

 

სუარესი ახალი კლუბისთვის ასევე სპორტულ კომპლექსს და 7 სტადიონს ააშენებს, რაც სოლიდურ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. თუმცა ზუსტად რა თანხებზეა საუბარი ამ დროისათვის უცნობია.

 

 

https://imedinews.ge/ge/sporti/190300/luis-suaresma-sapekhburto-klubi-ls-deportivo-daaarsa

 

big_banner
არქივი