logo_geo
ცნობილი ამერიკელი მოკრივე მარვინ ჰეგლერი გარდაიცვალა
- +

14 მარტი. 2021. 11:34

 

ცნობილი ამერიკელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი საშუალო წონით კატეგორიაში მარვინ ჰეგლერი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი სპორტსმენი ნიუ-ჰემფშირის კლინიკაში გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილით გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

 

ჰეგლერმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1980 და 1987 წლებში მოიპოვა. 1993 წელს ის მოკრივეთა დიდების დარბაზში შეიყვანეს.

 

https://imedinews.ge/ge/sporti/191591/tsnobili-amerikeli-mokrive-marvin-hegleri-gardaitsvala

 

big_banner
არქივი