logo_geo
ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, „დოჰას მასტერსის“ მოგებით
- +

14 მარტი. 2021. 13:28

 

საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგბურთელმა, 2021 წლის „დოჰას მასტერსის“ მოგების შემდეგ 69 520 ამერიკული დოლარი და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდი კი 787 930 ამერიკული დოლარი იყო.

 

გარდა ამისა ნიკოლოზ ბასილაშვილი, ATP-ის მსოფლიო რეიტინგში რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, 42-ე პოზიციიდან, 37-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

 

29 წლის ჩოგბურთელმა, რომელმაც ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-13 ჩოგანი, ესპანელი, რობერტო ბაუტისტა აგუტი 2 სეტში ანგარიშით: 7-6, 6-2 დაამარცხა „დოჰას მასტერსი“ კარიერაში პირველად მოიგო.

 

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ბასილაშვილმა მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა, როჯერ ფედერერი 1/4 ფინალში, 3 სეტში დამაჯერებლად დაამარცხა.

 

ქართველ ჩოგბურთელი უკვე დარეგისტრირდა Dubai-ს ტურნირზე, სადაც პირველ მატჩს 16 მარტს, ამერიკელი ტეილორ ფრიტცის წინააღმდეგ გამართავს.

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ჩოგანის, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის დამარცხებით დოჰას ტურნირი მოიგო.

 

https://imedinews.ge/ge/sporti/191610/tsnobilia-ra-tankha-gamoimushava-nikoloz-basilashvilma-dohas-mastersis-mogebit

 

big_banner
არქივი