logo_geo
ედვარდსმა ბელალ მუჰამედის თვალი ისე დააზიანა, რომ მან ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო
- +

14 მარტი. 2021. 15:32

 

ლას-ვეგასის „აპექსის“ დარბაზში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (VEGAS 21) შედგა. მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში (welterweight) რეიტინგის მესამე მებრძოლ ლეონ ედვარდსსა და ბელალ მუჰამედს შორის გაიმართა.

 

მეორე რაუნდის მე-18 წამზე საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ლეონ ედვარდსმა მუჰამედს თვალი იმდენად დაუზიანა, რომ ბელალმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შედეგად ჰერბ დინმა no contest გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლას გამარჯვებული არ ჰყავს.

 

https://1tv.ge/news/edvardsma-muhamedis-tvali-ise-daaziana-rom-belalma-brdzolis-gagrdzeleba-veghar-shedzlo-dapirispirebas-gamarjvebuli-ar-hyavs-video-1tvsport/

 

big_banner
არქივი