logo_geo
უეფა-მ 20 აპრილამდე გადასწია „ევრო 2020“-ზე მაყურებლების დასწრების საკითხი
- +

15 მარტი. 2021. 18:23

 

უეფა-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – 20 აპრილს განიხილოს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე მაყურებლის დაშვების საკითხი. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა.

 

ადრე უეფა-მ გამოაცხადა, რომ ტურნირის მატჩებზე გულშემატკივრების დასწრების ფორმატთან დაკავშირებით შვიდ აპრილს ჩამოყალიბდებოდა. ამასთან, ორგანიზაცია იმედოვნებდა, რომ ევროპის ჩემპიონატის თამაშებზე არენები მინიმუმ 50 პროცენტით შეივსებოდა.

 

„ჩვენ დავთქვით ბოლო ვადა – 20 აპრილი იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ მაყურებლების საკითხზე. იდეალური სცენარი იქნება ტურნირის ჩატარება ადრე დასახელებულ 12 ქალაქში, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია გახდება, ევრო 2020-ს უმასპინძლებს 11 ან 10 ქვეყანა. ეს ის შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე ქალაქი ვერ დააკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს“, – თქვა ჩეფერინმა.

 

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე 12 ევროპულ ქალაქში გაიმართება – ლონდონში, მიუნხენში, ბაქოში, რომში, ბუქარესტში, დუბლინში, კოპენჰაგენში, ბილბაოში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, ამსტერდამსა და სანკტ-პეტერბურგში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი